ტექნოლოგიები
დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი განვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ მერეთელის მეურნეობა ტერიტორიულად მდებარეობს ვაშლისთვის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო კლიმატურ პირობებში, კომპანია მიზნად ისახავს თავისი წარმოებული ხილის მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფას და რისკების შემცირებას, რაც შეიძლება იყოს განპირებული სტიქიური მოვლენებით, სეტყვით, მზის ჭარბი გამოსხივებით, ყინვით. ამისთვის კომპანია მერეთელმა შესაბამისი აუცილებლობების გამო მოახდინა ბაღის თანამედროვე ტექნოლოგიებით გაუმჯობესება.
სეტყვისგან დამცავი ბადეები
იფარება თითოეული ვაშლის ხის ძირი და სუფრის ყურძნის ნერგები. აღნიშნული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში გამოიყენება ბადე რომელიც ასევე უზრუნველყოფს მზის ჭარბი დასხივების აცილებას და განეიტრალებას.
დისტანციური წვდომის მეტოსადგური და ნიადაგის მონიტორინგის სისტემა
რომელიც იძლევა ნიადაგის და ამინდის მდგორეობის დაკვირვების საშუალებას რეალურ დროს. აღნიშნული სისტემის ინსტალიაციით, კომპანიას მინიმუმამდე დაყავს რისკის ფაქტორები.
წვეთოვანი ირიგაცია
მორწყვის შესაძლებლობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რომლის დროსაც გამორიცხულია მცენარეთა მზით დამწვრობა და ბაღში არსებული ყველა მცენარე თანაბრად ირწყვება და იღებს საკვებ ელემენტებს, რის მეშვეობით იზრდება მოსავლიანობა, მაქსიმალურად მცირდება ნიადაგის ეროზიული პროცესები, იზრდება მცენარეების მიერ საკვები ელემენტების გამოყენების ეფექტურობა.